ბლეზ პასკალი

ვიკიციტატიდან
ბლეზ პასკალი

ბლეზ პასკალი (ფრანგ. Blaise Pascal, დ. 19 ივნისი, 1623 – გ. 19 აგვისტო, 1662) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და თეოლოგი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

შევიცნოთ ჩვენი თავი. მერე რა თუ ამით ჭეშმარიტებას ვერ შევიცნობთ, სამაგიეროდ, ჩვენს ცხოვრებას მოვაწესრიგებთ, ხოლო რა შეიძლება იყოს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი?

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ჩვენ ვგრძნობთ, რაოდენ ამაოა ხელმისაწვდომი სიამოვნება, მაგრამ ვერ ვგრძნობთ რა ფუჭია ხელმიუწვდომი. აი ჩვენი უმტკიცობის მიზეზი.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

თუ გსურთ ტყუილად არ იდავოთ და დაუმტკიცოთ თქვენს თანამოსაუბრეს, რომ ცდება, უწინარეს ყოვლისა: უნდა გაარკვიოთ, რა მხრივ განიხილავს ის დავის საგანს, რადგან ამ მხრივ ის ჩვეულებრივ სწორად ხედავს. აღიარეთ მისი სიმართლე, მაგრამ იმწამსვე დაუმტკიცეთ, რომ თუ სხვა მხრივ შევხედავთ საგანს, მისი თვასაზრისით მცდარი აღმოჩნდება. თანამოსაუბრე უყოყმანოდ დაგეთანხმებათ: მთავარია დაიჯეროს რომ არ შემცდარა, არამედ მხოლოდ რაღაც გამორჩა ხედვის არიდან. რადგან ადამიანებს მაშინ კი არ მოსდით გული, როცა ყველაფერს ვერ ხედავენ, არამედ მაშინ, როცა ცდებიან.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ თანამდებობის ხელში ჩაგდება სიმშვიდესა და ბედნიერებას მიანიჭებთ. ისინი ვერ გრძნობენ, რა უძღებია მათი სიხარბე და გულუბრყვილოდ ჰგონიათ, მართლაც სიმშვიდეს დავეძებთო, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ შფოთს, აყალ-მაყალსა და შეხლა-შემოხლას დაეძებენ.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი, უმეცრება, უბედურება, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ყოველივე ამის შესახებ და ამ გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

წარმოსახვა – ესაა ადამიანის უნარი, ცთუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

კაცის აღწერა: დამოკიდებულება, დამოუკიდებლობის სურვილი, გაჭირვება.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ცნობისმოყვარეობა სხვა არა არის რა, თუ არა ამაოება.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

მე მაძრწუნებს ამ უსასრულო სივრცეთა მარადიული დუმილი.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

სიკვდილი უფრო ადვილია როცა სიკვდილზე არ ფიქრობ, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი, როცა სიკვდილი არ გემუქრება.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ადამიანს ჩვეულებრივ, ის აზრის უფრო არწმუნებს, რომელიც მოსდის თავში, ვიდრე ის, რომელიც სხვის თავში იბადება.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ჩვენ ვერაფერს ვერ ვიგებთ, როცა მეტისმეტად ჩქარა ვკითხულობთ, ან მეტისმეტად ნელა.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ამ ხალხს გული არა აქვთ, ნუ დაიმეგობრებთ მათ.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

სულს არ ასმევ და – ვერასოდეს ვერ მისწვდება ჭეშმარიტებას, მეტისმეტად ბევრს ასმევ და – იგივე.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

კაცის მდგომარეობა: უმტკიცობა, ჭმუნვა, შიში.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად: მართლებად, ვინც თავს ცოდვილად თვლის და ცოდვილებად, ვინც თავს მართლად თვლის.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

მთავარია ნიჭი, რომელიც განაპირობებს ყველა დანარჩენს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

კანონი გვავალებს იმას, რასაც არ გვაძლევს. მადლი გვაძლევს იმას რასაც გვავალებს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

თუკი ღმერთი არ არსებობს, არაფერს დაკარგავთ მისი რწმენით, ხოლო თუ ის არსებობს, მისი არსებობობის არდაჯერებით თქვენ დაკარგავთ ყველაფერს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ორი რამ გღუპავთ თქვენ: ქედმაღლობა, რომელიც ღმერთს გაშორებთ და სიბილწე, რომელიც მიწას გაჯაჭვავთ.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

გიხაროდეთ: მეგობრები არა მყავს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ჩვენი ბუნების მთავარი არსი მოძრაობაა. სრული სიმშვიდე სიკვდლს მოასწავებს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

კაცი ბუნებით მიმდობია, უნდო, მხდალი, მამაცი.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ადამიანისთვის, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს,ყველაზე აუტანელი,განმარტოებაა.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

სულის ყოველგვარი მოძრაობის წყარო, ერთის მხრივ, ანგარებაა, ხოლო, მეორეს მხრივ, კაცთმოყვარეობა.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ჩვენი ბუნების ნამდვილი არსი მოძრაობაა, სრული სიმშვიდე სიკვდილს მოასწავებს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

კაცი რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო პოულობს ორიგინალურ ადამიანებს. მოუქნელი პიროვნებანი ადამიანებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

რას იტყვის ამაზე ფიზიკა? ადამიანთა ურთიერთობაში ხახუნს გაგრილება მოსდევს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში...

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ადამიანთა სამი გვარი არსებობს: ერთნი ემსახურებიან ღმერთს იმიტომ, რომ უკვე იპოვეს; მეორენი ეძებენ ღმერთს იმიტომ, რომ არ უპოვიათ; მესამენი - არც ეძებენ და არც უპოვიათ. პირველნი ბედნიერნი არიან და კეთილგონიერნი; მეორენი - უბედურნი და კეთილგონიერნი; მესამენი - უბედურნი და უკეთურნი.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

სულ მცირე ყოფნის ადამიანს, თავი ბედნიერად იგრძნოს, იმიტომ, რომ ასეთივე უბადრუკი წვრილმანის გამო ეძლევა უნუგეშობას.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

თუ არ გინახავს მშვენიერი ქალის სახეზე ცრემლი, ნუ იტყვი - მშვენიერება მინახავსო, თუ არ გინახავს ლამაზი ქალის სახეზე სიხარული, ნუ იტყვი - სიხარული მინახავსო.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი, მაგრამ მისი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ, რაც უფრო ცდილობს, ანგელოზს დაემსგავსოს, მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

დიდი სიკეთის გასამარჯვებლადაც კი არ უნდა იკადროს კაცმა მცირეოდენი ბოროტის ქმნა.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981

  •  

სამართლიანობა ძალადობის გარეშე უძლურია, ხოლო ძალადობა სამართლიანობის გარეშე - ტირანია.

  ციტატის წყარო: აზრები – ბლეზ პასკალი, 1981


  •  

უფრო მოკლე წერილს მოგწერდი მაგრამ დრო არ მქონდა.

 

Je n'ai fait celle-ci plus longue que parce que je n'ai pas eu le loisir de la faire plus courte.


  •  

კაცთა ცოდვანი და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის, ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი.


  •  

ადამიანი მხოლოდ ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ეს ლერწამი აზროვნებს. მის გასასრესად საკმარისია ქარის შემობერვა ან წვიმის წვეთი. მაგრამ ადამიანი, თუნდაც სამყაროს მიერ გასრესილი, მაინც უფრო ღირსეულია და კეთილშობილი, ვიდრე მისი გამსრესი ძალა, ვინაიდან გრძნობს თავის აღსასრულსაც და საკუთარ უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით, სამყარო კი არაფერს არ გრძნობს. სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომლებშიაც ქრთილის მარცვლებივით ჩაკარგულნი ვართ. მაშ, ვეცადოთ ვიაზროვნოთ ღირსეულად. აი, ზნეობის საფუძველთა საფუძველი.


  •  

ბუნების სრულქმნილება გვიჩვენებს, რომ ის უფლის ხატია, მისი ნაკლოვანება კი გვიჩვენებს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ხატია.



ლიტერატურა[რედაქტირება]

  • აზრები – ბლეზ პასკალი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1981 წელი.
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ბლეზ პასკალი
Commons
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
Category:Blaise Pascal