დავით გურამიშვილი

ვიკიციტატიდან


დავით გიორგის ძე გურამიშვილი (დ. 1705, გორისუბანი, საგურამოს თემი — გ. 21 ივლისი/1 აგვისტო, 1792, მირგოროდი, უკრაინა) — ქართველი პოეტი.

ციტატები[რედაქტირება]

დავითიანი[რედაქტირება]

ბ. სწავლა მოსწავლეთა[რედაქტირება]

ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის

30

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  •  

ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა

32

  •  

სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
...
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.

33

  •  

ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.

37

  •  

ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა.
მოლაშქრე სისხლის ქცვვითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა?

51

  •  

ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,
ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა,
ვით ახალ მორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,
ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს - გასაწვრთნელადა.

55

  •  

ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]