იაკობ გოგებაშვილი

ვიკიციტატიდან
იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილი (დ. 15 ოქტომბერი/ 27 ოქტომბერი, 1840 ― გ. 1 ივნისი/14 ივნისი, 1912) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

რამდენადაც უფრო დიდია ხალხის სიღარიბე, იმდენად უფრო ესაჭიროება სკოლა, რომელიც სამართლიანად ითვლება სიღარიბის უებარ წამლად.

  ციტატის წყარო: ჟურ. თბილისელები; 27 ივნისი – 3 ივლისი, 2011; N26 – გვ. 96.

  •  

სიყვარული შობს სიყვარულს.

  •  

გაქცევას ბრძოლა სჯობია.

  •  

ძლიერი, წმინდა სიყვარული მოყვასისადმი, თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცო.

  •  

სხვისი დამდაბლება ცილის წამებით ყოვლად უმსგავსო ხრიკია, რომელსაც შერცხვენა და დამდაბლება მოსცევს მისი, ვინც ამისთანა საქციელს კადრულობს.

  •  

შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და, ღმერთის გარდა უსაქმო ძილისგუდა. ვინც ჰმოქმედობს, იღვწის, შეცდომას ვერასოდეს ვერ ასცდება.

  •  

ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა.

  •  

ყოველი ახალი ნაბიჯი სასიამოვნოა. იგი მოასწავებს წარმატებას, წინ მსვლელობას და სახელს უკეთებს საზოგადოებას, რომელიც, ეტყობა, სცოცხლობს, მოქმედებს და არ არის ერთს წერტილზედ გაჩერებული.