ჟან დე ლაბრიუიერი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ჟან დე ლა ბრუიერი-დან)
ჟან დე ლაბრიუიერი

ჟან დე ლაბრიუიერი ( ფრანგ.Jean de La Bruyère) (დ. 16 აგვისტო, 1645 — გ. 10 მაისი, 1696) — ფრანგი ესეისტი და მორალისტი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

„ბავშვს არ აქვს არც წარსული, არც მომავალი. ჩვენგან განსხვავებით, ყმაწვილი მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს.“

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.

  •  

„ბოროტი ადამიანები ბუზებს ჰგვანან, რომლებიც ადამიანის სხეულზე დადიან და მხოლოდ მის წყლულებზე შეჩერდებიან ხოლმე.“

  •  

„დრო განამტკიცებს მეგობრობას და აუფერულებს სიყვარულს.“

  •  

„ადამიანებს სურთ, ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.“

  •  

„ მხოლოდ ორი გზა არსებობს წარმატებისაკენ : თავდაუზოგავი შრომა და სხვების სიბრიყვე.“

  •  

„ადამიანისათვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. როცა იგი იბადება, ვერ აცნობიერებს ვერაფერს, სიკვდილისას იტანჯება, ხოლო სანამ ცოცხალია, ავიწყდება, რომ იცხოვროს.“

  •  

„სიცოცხლის შენახვას ადამიანები ყველაზე მეტად ცდილობენ და, ამავე დროს, ყველაზე მეტად სწორედ მას არ უფრთხილდებიან.“

  •  

„ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, მათთვის კი, ვინც აზროვნებს — კომედია.“

  •  

„ქალი უნდა გასინჯო, შეაფასო ისე, როგორც ზომავენ თევზს.თუ თევზის გაზომვისას მხედველობაში არ მიიღება თავი და კუდი, ქალის შეფასებისას არ უნდა გაითვალისწინო ვარცხნილობა და ფეხსაცმელი.“

  •  

„საცოდაობაა, როცა ადამიანს არც იმდენი ჭკუა აქვს, კარგად ილაპარაკოს და არც იმდენი გონიერება, რომ ენას კბილი დააჭიროს.“

  •  

„სიყვარული უეცრად, ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს.“