ანა კალანდაძე

ვიკიციტატიდან

ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი (ჩოხატაურის რაიონი), ჩოხატაურის რაიონი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი.


პოეზია[რედაქტირება]

  • ქარი გიმღერის ნანასა,
    ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
    ძეწნამ ალერსით ამავსო
    ეჭვებით ნაავადარი...
    საქართველოო ლამაზო,
    „სხვა საქართველი სად არი?“
(საქართველოო ლამაზო, 1945)
  • ფეხი დამადგით,
    გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
    წყალობა ჰყავით...
    საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
    ვისურვე დავით...
(ფეხი დამადგით...)
  • თქვი,არჯაკელო ხვიარა,
    ქსანზე ვინ ჩამოიარა?
    - რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
    და არა გამიგია რა...
    - მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
    სალაპარაკოდ კი არა.
(თქვი,არჯაკელო..., 1954)
  • და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
    სერებს თოვლიანს...
    ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია...
    იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
    თოვლში ნაბდითა...
    დილით მისდევდა სერზე მწევარი
    ნაკვლევს ნადირთა...
    ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
    გრძნეულ, მარანთან...
    შემოდიოდა ჩიჩლაკებით
    ჩვენში კალანდა...
(შემოდიოდა ჩვენში კალანდა, 1945)
  • მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
    მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
(მოდიოდა ნინო მთებით, 1945)


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • ანა კალანდძე, ლექსები - lib.ge;
  • თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ანა კალანდაძე - www.press.tsu.ge;