ბილი აილიში

ვიკიციტატიდან
ბილი აილიში (2019)

ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო’კონელი (ინგლ. Billie Eilish Pirate Baird O'Connell; დ. 18 დეკემბერი, 2001) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მოცეკვავე. აღიარება მოიპოვა 2016 წელს SoundCloud-ზე გამოცემული სადებიუტო სინგლით „ocean eyes“. 2019 წელს გამოსული მისი სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.

ციტატები[რედაქტირება]

  • „უნდა შეგეძლოს, ნებისმიერს სთხოვო დახმარება და სანაცვლოდ ყველას უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი, ვისაც ეს სჭირდება“
  • „ინტერნეტი ახლა დიდ სულელურ გაუგებრობაშია, რადგან ყველა მეტისმეტად მგრძნობიარეა. არ შეუძლია დიდ კაცს ხელოვანის ფანი იყოს? უამრავი რამაა, რაზეც ინტერნეტი უნდა ღელავდეს. ვიღაცები დრეიკს სახიფათოს უწოდებენ, რადგან ჩემი ფანია და შემდეგ წავლენ და არჩევნებში ხმას ტრამპს მისცემენ. რა უაზრობაა?“
  • „კორონავირუსი სერიოზული გამოწვევაა. ბევრი ჩვენგანი მისით არ დაზარალებულა, ამიტომაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის რეალურია. მაგრამ ვირუსი ნამდვილად არსებობს. ბევრ ახალგაზრდას ვხედავ, რომლებიც გარეთ გასვლას არ ერიდებიან. ეს უპასუხისმგებლობაა და აგიხსნით, რატომ. თავიდან მეც არ მადარდებდა. ვფიქრობდი, ახალგაზრდა ვარ, მერე რა, თუ დამემართება-მეთქი. ძალიან სულელური იყო იმაზე ფიქრი, რომ ძლიერი იმუნიტეტი მქონდა და საფრთხე არ მემუქრებოდა. მაშინ ვერ ვიაზრებდი, რომ საქმე ჩემში არ არის. ყველას მოგმართავთ, ვინც ფიქრობთ, რომ ვირუსს ადვილად გაუმკლავდებით და არ გადარდებთ, თუ ის დაგემართებათ - ეს მარტო თქვენ არ გეხებათ. შეიძლება, სხვა ისეთ ადამიანს გადასდოთ, რომელსაც უფრო სუსტი იმუნური სისტემა აქვს. ეს კი სრული უპასუხისმგებლობა იქნება. შეიძლება, თქვენ კარგად იყოთ, მაგრამ თქვენს მშობლებს, ბებია-ბაბუას, ბიძას ან მეგობრის დედას გადასდოთ. გავიაზრე, რომ ამ დროს ჩემს გარშემომყოფებზე უნდა ვიფიქრო. მესმის, რომ ყველას გვეშინია. სახლებში ვართ გამოკეტილები და არ ვიცით, რა ჯანდაბა ვქნათ, მაგრამ ასე მოქცევაა საჭირო“

მის შესახებ[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ბილი აილიში