კნუტ ჰამსუნი

ვიკიციტატიდან
კნუტ ჰამსუნი (1890)

კნუტ ჰამსუნი (ნორვ. Knut Hamsun; ნამდვილი გვარი პედერსენი; დ. 4 აგვისტო, 1859, ლომი ― გ. 19 თებერვალი, 1952, ნორჰოლმი) — ნორვეგიელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1920).

ციტატები[რედაქტირება]

  •  

შემოდგომაა წარმავალობის უდიდესი მეჯლისი.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

შემთხვევითი, წუთიერი აზრების გამო, ადამიანის დადანაშაულება არ შეიძლება. განსაკუთრებით მაშინ, როცა გაუსაძლისი თავის ტკივილი გაქვს და სხვისი ნივთის მუდმივი თრევა სიქას გაცლის.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

როგორი მოსაწყენები არიან მორცხვი ადამიანები! ყველაფრის თქმა და გაკეთება თავად გიხდება, მათგან კი არანაირი დახმარება.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

იმის შეგნება, რომ პატიოსანი ვიყავი, თავში ამივარდა და დიდების გრძნობით ამავსო, რომ ნებისყოფიანი კაცი ვიყავი, თეთრი შუქურა ვიყავი ადამიანთა მღვრიე ზღვის შუაგულში, სადაც დამსხვრეულ ხომალდთა ნარჩენები ტივტივებდნენ!

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისათვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო!

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

ადრე თუ გვიან, გამოსავალი უთუოდ გამოჩნდება!

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

შიგნიდან ვიხრწნებოდი, რაღაც შავი ობობა მეკიდებოდა. იქ, ზეცაში კი უფალი თვალს არ მაცილებდა, უყურებდა, რომ ჩემი დაღუპვა ყველა წესის დაცვით - ნელა, თანდათანობით და შეუქცევად მომხდარიყო. მაგრამ ჯოჯოხეთში ბრაზმორეული ეშმაკები ადგილს ვერ პოულობდნენ და თმებს იგლეჯდნენ იმის გამო, რომ ამდენი ხნის მანძილზე მომაკვდინებელი ცოდვა ჯერ ჩადენილი არ მქონდა, რისთვისაც ღმერთი სამართლიანად გამამწესებდა ჯოჯოხეთში."

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

- დაიტოვეთ, დაიტოვეთ! - გავძახე. - მომანიჭეთ სიამოვნება! იქ რამდენიმე წვრილმანია, შეიძლება ითქვას, ყველაფერი, რაც კი გამაჩნია.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

მშვენიერია უბრალოდ ცოცხლად ყოფნაც კი.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

თუკი ამქვეყნად რაიმეს ვერ ვიტანდი, ეს თორმეტ საათამდე ლოგინში დაწოლა იყო.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

როგორი სიხარულის მომგვრელი იყო ქალაქში ხეტიალი და კეთილი საქმეების ქმნა.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

ისეთნიც არსებობენ, ყველანაირ წვრილმანს რომ ყურადღებას აქცევენ და მათი მოკვლა ერთი სიტყვითაც შეიძლება.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“

  •  

ღარიბი გონიერი ადამიანი, მდიდარ გონიერ ადამიანზე გაცილებით უფრო დაკვირვებულია. იგი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გარშემო იყურება, გაგონილ სიტყვებს, ეჭვით ეკიდება და ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალი სირთულეები თუ ამოცანები ხვდება, რაც მის აზრებსა და გრძნობებს ამახვილებს. ის მიხვედრილია, ფაქიზი და მრავალნაცადი, მისი სული აალებულია.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი, „შიმშილი“


  •  

ყველას თავისი ახირებები აქვს, განსაკუთრებით უბრალო რამეებში.


  •  

უზომო სიამაყემ შეიძლება შეგიწიროს კიდეც.


  •  

ცხოვრება დაუცხრომელი ომია დემონებთან, რომელნიც ჩვენს გულსა და ტვინში ბუდობენ.


  •  

სიცოცხლის უფლება ისეთი გულუხვია, ისეთი დაუმსახურებელი საჩუქარია, რომ ყოველივე ცხოვრებისეულ ტკივილს უკანასკნელ ტკივილამდე ანაზღაურებს.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

- თვალებზე რა გჭირს? ჩაგწითლებია, ტიროდი?
- არა, უპასუხა მან- მე ძლიერი დაჟინებით ვიცქირებოდი ჩემს ზღაპრებში, იქ კი მზე ძალზედ კაშკაშებს.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

ის კეთილია, რადგან არ შეუძია მოხიბლოს.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

იცით რა არის სიყვარული? სიყვარული სიოა ვარდების ბაღში რომ ჩაიქროლებს. არის კიდევ სიყვარული რომელიც არ მოიხრება, არ შორდება მთელი ცოხვრება, თვით სამარემდე ცხოვრობს. ორივე სიყვარული ღმერთის მიერაა შექმნილი და მის თვალწინ სიყვარული მარადიულად გრძელდებოდა და სიყვარული კვდებოა.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

სიყვარულს შეუძლია დაღუპოს ადამიანი, აღადგინოს ცხოვრებისთვის და კვლავ დაშანთოს; დღეს მე მწყალობს, ხვალ შენს მხარეს იქნება, ზეგ კი სულ სხვასთან წავა, რადგან ის სწრაფად მიედინება.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

სიყვარული ღმერთის პირველი სიტყვა და პირველი აზრია.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

გახდი პირველი თანსწორთა შორის.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

განა სულერთი არ არის რისი გწამს? თუკი შინაგანად გწამს, რომ სწორი ასეა და არა სხვაგვარად?

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

ოჰ ეს წიგნიერი ენა, საკუთარ არარაობაშიც ლამაზად მსურს მეტყელება.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

არ არსებობს გზა რომელზეც საფრთხე არ გველოდება.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

რელიგიური ცხოვრება ფაქტია, რომელზეც არ შეიძლება შედავება.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

სიხარულის და მწუხარების წყარო თვით ჩვენშია.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

ოდნავ გაღებული თვალებით ჩვეულებისამებრ გავიფიქრე „რა გამხარებოდა დღეს".

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

სილამაზის შეურაცხყოფა, მისი ზეწარ ქვეშ დამალვაა.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

თუ სიყვარულში წინ არ მიიწევ ესეიგი უკან ეშვები.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

დრო ყველაფერს გამოასწორებს, ფურთხით და ტალახით, ძილით და ჭამით ის ყველაფერს კურნავს.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

საქმე იმაში კი არ არის რისი გწამდეს, არამედ იმაშია თუ როგორ გწამდეს.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

თუნდაც მომკალით, მაგრამ არასოდეს ვიტყვი რომ მილიონერი რომელიც ქველმოქმედებას ეწევა აღფრთოვანების ღირსი იყო!

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

სიკეთე უკვალოდ ქრება ბოროტებას კი ყოველთვის მოჰყვება შედეგები.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

ყოველი ღარიბი თვალთმაქცობს ფულისადმი გულგრილებაში, ამიტომაც არიან ღარიბნი.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

როცა ბავშვი იზრდება სასწაული ქრება.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

ჩვენ ვპატიობთ მათ ვინც ჩვენზე მაღლაა, ხოლო მას ვინც ჩვენი ტოლია არ ვპატიობთ თუ ის ოდნავ სიდიდეს მოინდომებს.

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები

  •  

სიყვარული დროებითი ავადმყოფობაა, რომლის დროსაც უნდა წახვიდე სახლიდან და დარჩე საკუთარ თავთან მარტო, ასე არ არის?

  ციტატის წყარო: კნუტ ჰამსუნი ციტატები


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
კნუტ ჰამსუნი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]