ლიონელ მესი

ვიკიციტატიდან
ლიონელ მესი 2015 წელს

ლიონელ ანდრეს მესი (ესპანურად Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობა — ხუთი, რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.

ციტატები[რედაქტირება]

  • „რონალდუსთან კონკურენციამ უკეთესი გამხადა. ისევე, როგორც ის. ორივე ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოგვეტანა საკუთარი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, „რეალი“ დასუსტდა კრიშტიანოს წასვლის შემდეგ. ასეთი ადამიანების შეცვლა შეუძლებელია“
  • „ჩვენ ყველას გვემატება ასაკი. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: თავს კარგად ვგრძნობ, იმაზე უკეთ, ვიდრე წინა წლებში. კონკრეტული მიზნები არ მაქვს, მაგრამ ფიზიკურად ყველაფერი სრულ წესრიგშია. საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. შევძლებ თუ არა 40 წლამდე თამაშს? ვნახოთ.“

მის შესახებ[რედაქტირება]

  •  

„მესის არ სჭირდება მსოფლიოს მოგება, იმისთვის რომ ყველა დროის საუკეთესო იყოს.“

  — ჰერნან კრესპო


  •  

„თამაშისას მხოლოდ მარცხენა ფეხს იყენებს და მაინც პირველია მსოფლიოში. მარჯვენა ფეხსაც რომ იყენებდეს, ძალიან ცუდად იქნებოდა ჩვენი საქმე.“

  — ზლატან იბრაჰიმოვიჩი


  •  

„მესის ბარსა – ასე დაიმახსოვრებენ ჩვენს კლუბს. მესი ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას.“

  — კარლეს პუიოლი


  •  

„ვიპოვე ადამიანი, რომელიც არგენტინის ფეხბურთის ისტორიაში ჩემს ადგილს დაიკავებს. მისი სახელია მესი და იგი ნამდვილი გენიოსია!“

  — დიეგო მარადონა


  •  

„მესი ფეხბურთის მოცარტია.“

  — რადომირ ანტიჩი


  •  

„აშკარაა, რომ მესი ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას. თუ ვინმე ამას ვერ ამჩნევს, ბრმაა.“

  — ჩავი


  •  

„იგი ძალიან მომწონს. შესანიშნავი ფეხბურთელია. ფაქტობრივად ერთ სიმაღლეზე ვართ.“

  — პელე


  •  

„მესი საუკეთესო ფეხბურთელია და ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც ნანახი აქვს როგორ თამაშობენ პელე და მარადონა.“

  — ადრიანო გალიანი


  •  

„მეამაყება რომ მის თაობას ვეკუთვნი. მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.“

  — ჟერარდ პიკე


  •  

„ყველამ ვიცით ვინ არის ლეო მესი – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში.“

  — ლუის ენრიკე


  •  

„არ წეროთ მასზე. არც მისი დახასიათება სცადოთ. უბრალოდ უყურეთ.“

  — პეპ გვარდიოლა



Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ლიონელ მესი